13:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-19 15:54:12, 405 ნახვა

საზოგადოება
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სროლის შედეგად ერთ-ერთი ე.წ. დეპუტატი დაიღუპა

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტის შენობაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ე.წ. პარლამენტის წევრი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ე.წ. პარლამენტთან სროლის შედეგად ასევე დაიჭრა ე.წ. დეპუტატი კან კვარჩია, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილობრივი მედია წერს, რომ „დეპუტატები“ მაინინგის აკრძალვის „კანონპროექტს“ განიხილავდნენ, რომლის დროსაც, ადგურ ხარაზიასა და კან კვარჩიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რასაც ხარაზიას მხრიდან იარაღის გასროლა მოჰყვა, ხოლო დაღუპული ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა.

„სროლაში ეჭვმიტანილია დეპუტატი ადგურ ხარაზია, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა",- განაცხადა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, რობერტ კიუტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics