15:53 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-08 11:56:18, 518 ნახვა

საზოგადოება
ექიმი - მაკას და გიორგის მდგომარეობა სტაბილურია - ჯერჯერობით რჩებიან კლინიკაში

ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, „TV პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძისა და ოპერატორ გიორგი შეწირულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმის თქმით, მედიის წარმომადგენლები ჯერჯერობით კლინიკაში რჩებიან.

„მაკას და გიორგის მდგომარეობა ამ დროისათვის არის სტაბილური. ჯერჯერობით რჩებიან კლინიკაში. მოგახსენებთ დეტალურად მათი ჯანმრთელობის შესახებ: მაკას აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, ასევე თვალის არეში კონექტიური სისხლჩაქცევა. საბედნიეროდ, თვალის კაკლების მოძრაობა შენახულია, მხედველობის სიმახვილე არ არის დაქვეითებული. თავს გრძნობს ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებლად. თავის ტვინის რომოგრაფიული დათვალიერებით, მას თავის ტვინის ძვლოვანი სტრუქტუების დაზიანება არ აღენიშნება. აქვს მუხლის დაჟეჟილობა. რაც შეეხება გიორგის, მას აღენიშნებოდა კისრის არეში დაახლოებით ორ სანტიმეტრიანი სისხლმდენი ჭრილობა, რომელიც დამუშავდა, გაიკერა. შემოსვლისას მას აღენიშნებოდა თავსბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი. შესაბამისად, მოთავსდა თავის ტვინის შერყევით ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში. ტრავმული დაზიანება გამოირიცხა. კიდევ სამი დაზარალებული რჩება ჩვენს დეპარტამენტში“,- განაცხადა ხარაიშვილმა.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს საპროტესტო აქციაზე ნიღბიანი პირები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე მათგანი მიღებული დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics