2024-12-08 03:17:22, 471 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველიდან სპეცტექნიკა გაიყვანეს, გაზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ადგილზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
როგორც ჭიჭინაძის, ისე 9 აპრილის ქუჩიდან და თავისუფლების მოედნიდან სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გაიყვანეს.
აღნიშნულ ტერიტორიებზე ამჟამად მხოლოდ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები რჩებიან.
აქციის მონაწილეთა ნაწილი იმყოფება პირველი რესპუბლიკის მოედანზე. მათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს რუსთაველის მიმართულებით, სწორედ პირველი რესპუბლიკის მოედანზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,