2024-12-07 23:56:09, 522 ნახვა
საზოგადოება
მსახიობ გიორგი მახარაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
მსახიობ გიორგი მახარაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც მახარაძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა, მას თავს 30-მდე პირი დაესხა, სამართალდამცავებს კი ამაზე რეაგირება არ ჰქონიათ.
„წინ მიდგას პატრული და 30 ტიპი დუბინკით მცემს და უყურებენ. ასე უყურებენ და 30 ტიპი დუბინკით მარტოს მცემს, მატრიალეს, 10 წუთი მცემეს და დგანან ესენი და მიყურებენ და დებილი სახით, გადავეციო - მეუბნება“,- ამბობს გიორგი მახარაძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,