2024-12-07 02:18:47, 513 ნახვა
საზოგადოება
„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტ მარიამ მაზიაშვილს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელმა ტელეფონი დაუმტვრია
„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტს, მარიამ მაზიაშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელმა ტელეფონი დაუმტვრია.
როგორც მაზიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, ტელეფონით პირდაპირ ეთერში მუშაობდა.
„ვიღებდი და სპეცრაზმელმა ხელი მკრა, დამიგდო ტელეფონი და დამიმტვრია. „ლაივი“ მქონდა ჩართული. „პრეს-კარტაც“ მიკეთია - განგებ მოვიდა და დამიმტვრია ტელეფონი. რამდენჯერმე წეღანაც გაგვაფრთხილა, ნუ გვიღებო და ისე უცებ მომვარდა, რომ ვერც დავინახე“,- განაცხადა მარიამ მაზიაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,