11:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 16:25:35, 361 ნახვა

საზოგადოება
„პუბლიკის“ ჟურნალისტი მინდია გაბაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ

„პუბლიკის“ ჟურნალისტი მინდია გაბაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პუბლიკა“ ავრცელებს.

თავდაპირველად ინფორმაცია გაბაძეზე თავდასხმის შესახებ, „პუბლიკის“ დირექტორმა, ზურა ვარდიაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გაავრცელა. ვარდიაშვილმა სოციალურ ქსელში შესაბამისი ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნა.

როგორც გაბაძე აღნიშნავს, აქვს თავის ძლიერი ტკივილი.

„არც კი ვიღებდი, არც კამერა მქონდა ხელში და არც ტელეფონი, უბრალოდ მასალებს ვტვირთავდი, როდესაც ჩემთვის უცნობი პირი მოვიდა, თავიდან ძალიან ახლოს მოვიდა, იმდენად ახლოს, რომ მარტო ვიყავით იქ და არ უნდა მოსულიყო ასე ახლოს.

საეჭვო იყო და რომ ვკითხე, რა ხდება-მეთქი, პირდაპირ გადმოვიდა, მუშტი დამარტყეს სახეზე. მივხვდი, რომ არ ჩერდებოდა და დამაგდო ძირს, მერე წიხლებს მირტყამდა. მაგ დროს უკვე რამდენიმე იყო, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ 2 ადამიანის ხმა მესმოდა, მე მგონი. 

მერე ხალხმა დაინახა და მოვიდნენ. მე ვეუბნებოდი, რომ პრესა ვიყავი, თან მეკეთა „ბეიჯი“. მერე უკვე გაიქცნენ. კადრები არის, რომ მირბიან.

თავის ტკივილი მაქვს ძლიერი და სათვალეები გამიტეხეს, მაგრამ მაგას აღარ ვჩივი. არ ვიცი, როდის მომცემენ სასწრაფოს გამოძახების საშუალებას. არანაირი ფორმა არ ეცვა, იყო შავებში ჩაცმული და პირბადე ჰქონდა აწეული“,- ჰყვება მინდია გაბაძე.

ცნობისთვის, „პუბლიკის“ ჟურნალისტ მინდია გაბაძეზე თავდასხმა ცოტა ხნის წინ თბილისში, „ცისფერ გალერეასთან“ მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics