2024-12-02 22:06:28, 364 ნახვა
საზოგადოება
გელა ხასაიას თავს დაესხნენ
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ გელა ხასაიას თავს დაესხნენ.
ხასაიას საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 3 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.
მას დაზიანებები აღენიშნება.
„გელას დაესხა თავს სახლთან 3 ადამიანი. უკნიდან ჩაარტყეს, ხრეშიან მიწაზე ახოხიალეს, ურტყეს ზურგში, ფეხებში და სახეზე",- წერს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ პრესსამსახური ანა ყურაშვილი „ფეისბუქზე“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,