18:20 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 02:54:29, 331 ნახვა

საზოგადოება
მამა ლეონ გელოვანი - ვწუხვარ საპატრიარქოს გამო, მათი უმსგავსობის, მათი არაქრისტიანობის გამო! - მღვდლების პოზიციები

დეკანოზი, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური თამაზ ლომიძე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს "ქართული ოცნების" მავნებლობისგან. 

"საქართველო უნდა გათავისუფლდეს "ქართული ოცნების" მავნებლობისგან. დაიღალა  ქვეყანა ამათი მდაბიო ტყუილებისგან, ამათი თაღლითური ტრიუკებისგან, კრემლის კაბინეტებში  მოფიქრებული  და ამათი შესრულებული სიბოროტისგან, ამათი პროვინციალიზმისგან და მდაბიო ვაჭრობისგან. რამდენი წელია უკვე, როგორც მდაბიო ჯალათები ფსიქოლოგიურად აწამებენ ხალხს. სისტემატიურად და მიზანმიმართულად აკეთებენ რაღაც წარმოუდგენლად ცუდს, დამთრგუნველს, ქვეყნისთვის და მისი ღირსებისთვის შეურაცხმყოფელს. თან ისე ჯალათურად, რომ ერთი ფსიქოლოგიური სტრესისგან არაა ჯერ გამოსული ხალხი, რომ მეორეს და მესამეს უმატებენ. თითქოს უნდათ, რომ ბოლომდე მოსპონ და მოშალონ ყველანაირი ღირსება და ეროვნული მუხტი. თქვენ მართლა თქვენი ფერმა ხომ არ გგონიათ ეს ქვეყანა, თქვე თავხედებო? ამაზრზენია და აუტანელია უკვე ყურება თუ როგორ თავხედურად ვაჭრობენ ქვეყნის და ხალხის ბედით ისე, თითქოს საკუთარ ბაზარში იყვნენ. მორჩა, ხალხი ამას აღარ აიტანს. ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ თავი უნდა დაანებოს საქართველოს. წადით, შეგვეშვით და გადაიკარგეთ. ისტორია თქვენს შესაფერ, მოღალატის  სახელს დაგარქმევთ ძალიან მკაცრად. თქვენ 12 წელია ზიანის მეტი არაფერი მოუტანეთ ჩვენს სამშობლოს. იქნებ ღმერთმა შეგინდოთ, თუ გაიაზრებთ, რაც ჩაიდინეთ, ერი კი თავად გამოგიტანთ განაჩენს!" წერს სასულიერო პირი სოციალურ ქსელში. 

"წყლის ჭავლისგან დასველებული, გაზისგან ცრემლმორეული ადამიანები მეკითხებიან, სად არის საპატრიარქოო?რა პასუხი შემიძლია გავცე, არ ვიცი. ვწუხვარ საპატრიარქოს გამო, მათი უმსგავსობის, მათი არაქრისტიანობის გამო!

ხუთი მღვდელი ვნახე ქაშუეთის ეზოში, სხვა არავინ" - წერს მღვდელი ლეონ გელოვანი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics