2024-11-07 14:40:21, 394 ნახვა
სამართალი
SJC - სტრასბურგმა მაია ბაქრაძის საქმეზე გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევა დისკრიმინაციასთან ერთობლიობაში დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლისა და „მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარის, მაია ბაქრაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.
ამის შესახებ ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC) ავრცელებს.
SJC-ის ცნობით, სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (გაერთიანების თავისუფლება) მუხლების დარღვევა მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში დაადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,