12:47 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-21 15:54:43, 415 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საშუალოვადიანი პრიორიტეტების განხილვას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025-2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების განხილვას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, სამინისტროს საქმიანობის ანგარიში და პრიორიტეტები მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ წარადგინა.

“2025-2028 წლებში სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად გეგმავს, არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამის დანერგვას და პროგრამულ ცვლილებებს, როგორიცაა: გულის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვის ძვირადღირებული სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის დაფინანსება; ამოქმედდება ახალი პროგრამა - მოხუცთა დღის ცენტრი; ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის მედიკამენტები დაფინანსდება სრულად. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია სკრინინგები ზრდასრულებსა და მოზარდებში; დაფინანსდება მხედველობის დარღვევების ადრეული გამოვლენა სამიზნე ჯგუფში და სხვა.

2023-2024 წლებში, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით 4 465-მა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება. სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა/რეაბილიტაცია/მშენებლობა  და ადგილმონაცვლეობისათვის 10 მილიონ ლარამდე გამოიყო, რის შედეგადაც 1 200 ბენეფიციარი დაკმაყოფილდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics