06:35 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-09 16:32:46, 769 ნახვა

სამართალი
პოლიციამ, ქედის მუნიციპალიტეტში შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.გ. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან, ძალადობის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ჯ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics