2022-12-05 16:02:21, 1555 ნახვა
კომენტარი
მეუფე სტეფანე - ინდოელებს ძროხა ჰყავთ სიწმინდედ, ასეთი ძროხები დარბიან მიკროფონებით
კამერა და მიკროფონი გიკავია, ამის გამო შენ ხარ ღვთაებრივი ძროხა, - ასე მიმართა ქადაგების დროს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ჟურნალისტს.
როგორც მეუფე სტეფანემ განაცხადა, ინდოელებს ძროხა ჰყავთ სიწმინდედ, ხოლო საქართველოში ასეთი ძროხები მიკროფონებით დარბიან.
"გინდა, რომ შენ თავი დაიცვა იმით, რომ შენ კამერა გიკავია და მიკროფონი გიკავია, ამის გამო შენ ხარ ღვთაებრივი ძროხა. ინდოელებს ძროხა ჰყავთ იმად, რა ჰქვია... ძროხა არის, რომელსაც უნდა სიწმინდედ მიუდგე და ასეთი ძროხები დარბიან მიკროფონებით, შენ ამათთან მიმართებაში არ უნდა გქონდეს არაფერი პროტესტი, როდესაც ისინი არასწორად მოქმედებენ", - ამბობს მეუფე სტეფანე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,