17:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 11:34:58, 2773 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია – თეორიულადაც კი არ არსებობს ალბათობა, რომ პირის ვაქცინაცია ძალდატანებით მოხდეს

თეორიულადაც კი არ არსებობს იმის ალბათობა რომ, ძალდატანებით შეიძლება მოხდეს რომელიმე პირის ვაქცინაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ინფექციის შესაჩერებლად ერთადერთი გზა შესაძლოა იყოს რეგულაციების დაწესება ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებაში.

"მე ჩემი ერთი აზრი შემიძლია მოგახსენოთ, სავალდებულო არ არის ლეგიტიმური ტერმინი და ეთიკურად გამართული. ერთადერთი გზა შეიძლება იყოს რეგულაციების დაწესება ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებაში, როდესაც პირს აქვს შესაძლებლობა ან აიცრას, ან წარმოადგინოს პისიარ ტესტის პასუხი. ვალდებულება მეტად ნიშნავს, ვალდებულებას სახელმწიფოს მხრიდან, უზრუნველყოს ვაქცინაციის პროცესი, მაგრამ ის რომ ძალდატანებით მოხდეს რომელიმე პირის ვაქცინაცია, თეორიულადაც კი არ არსებობს ამის ალბათობა", – განაცხადა გაბუნიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics