22:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-10 00:10:24, 2717 ნახვა

კომენტარი
გრიგოლია: მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დაადგე, როგორც TV1-ის ჟურნალისტი, ბოდიშს ვიხდი

ტვ პირველის ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საზოგადოებას ბოდიშს უხდის ტელევიზიის ეთერში გასული კადრებისთვის 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, როგორ უსვამს კითხვებს ტვ პირველის ერთ-ერთი ჟურნალისტი კაცს, რომლის ოჯახის წევრები ნანგრევებში მოყვნენ.

"ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე და კომენტარი ვთხოვო ან ჩავწერო, მისი ნებართვის გარეშე. ეს იმ რეაქციის პასუხად, რაც ტვ პირველის ჟურნალისტის სინქრონს მოყვა...იმის მიუხედავად, რომ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობთ მე და ის ახალგაზრდა ჟურნალისტი, ცალსახად ვემიჯნები ასეთ ჟურნალისტიკას. მთავარმა პროდიუსერმა განმარტა, რომ შვილმკვდარ მამასთან ეს კომენტარი მაშინ ჩაწერა რეპორტიორმა, როცა არც მისი მეუღლე იყო გარდაცვლილი და არც ბავშვები ნაპოვნი. ვიდარდე მთავარი პროდიუსერის ნაცვლადაც, რომელიც ორი დღეა, უაღრესად მაღალი პროფესიონალიზმით და ცრემლიანი აშუქებდა ბათუმის ტრაგედიას და ისიც ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. ისე ვწუხვარ..ისე.. მე არ მომწონს და ვნერვიულობ ასეთ მუშაობაზე...ძალიან მძიმე საყურებელი იყო ,მოვკვდი ნერვიულობით და რადგან ჩემი არხის მიკროფონი იყო,მე ვუხდი ბოდიშს მაყურებელს,!! ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც ასე გაგანერვიულათ ამ კომენტარმა (მეც მაყურებლის პოზიციიდან ვნახე)... მხოლოდ ერთს ვიტყვი, ის ხალხი მაინც ნუ დაგვაბულინგებთ, ვინც ბარბარე რაფალიანცის სიკვდილს აშუქებდით ისტერიულად და დედამისს თუ სხვა პოლიტიკოსებს თხრიდით პირში მიკროფონებს და მკვლელად აცხადებდით ადამიანს, რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო ამ ტრაგედიაში. იმის მიუხედავად, რომ მე არაფერ შუაში ვარ ამ ინტერვიუსთან, მილიონ ბოდიშს გიხდით, როგორც ტვ პირველის თანამშრომელი. ბოდიში!". - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics