23:03 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 02:12:31, 5792 ნახვა

Lifestyle
40-წლიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარული Abba ახალ ალბომს გამოუშვებს

40-წლიანი პაუზის შემდეგ, შვედური მუსიკალური ჯგუფი ABBA ახალ ალბომს გამოუშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

ABBA-ს წევრმა, ბენი ანდერსონმა განაცხადა, რომ ახალი ალბომი ნოემბერში გამოვა და იგი 10 კომპოზიციისგან შედგება.

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ კოლექტივის ოქროს ჰიტების კრებული, Abba Gold, ახალ მწვერვალებს იპყრობს. ალბომმა ბრიტანეთის ჩარტებშის მოწინავე პოზიციებზე მიყოლებით 1000 კვირა გაატარა.

აღსანიშნავია, რომ ჰიტების კრებული ისეთ სიმღერებს აერთიანებს, როგორებიც Dancing Queen, Mamma Mia, Waterloo და კიდევ უამრავი ჰიტია.

ცნობისთვის, ალბომი 1992 წლის 21 სექტემბერს, ლეიბლზე PolyGram გამოიცა. ნამუშევარი ჯგუფის ყველაზე გაყიდვად და მსოფლიოს მასშტაბით, ყველა დროის ერთ-ერთ ყველა გაყიდვად ალბომად ითვლება.

შეგახსენებთ, ოთხი მუსიკოსისგან შექმნილი ჯგუფი 1972 წელს, სტოკჰოლმში ჩამოყალიბდა. დაშლის შესახებ ჯგუფის წევრებმა 1983 წლის დასაწყისში განაცხადეს. 2010 წლიდან ABBA  როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics