03:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-25 23:26:16, 510 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - იუსტიციის სამინისტრო ახალ, კიდევ უფრო გამარტივებულ მომსახურებას მოქალაქეებს უკვე ივლისიდან შესთავაზებს

„იუსტიციის სამინისტრო ახალ, კიდევ უფრო გამარტივებულ მომსახურებას მოქალაქეებს უკვე ივლისიდან შესთავაზებს" . ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის  წარდგენისას განაცხადა.

„ონლაინსერვისების დახვეწას რაც შეეხება, ამ მიმართულებით ძალიან კარგი იდეები აქვს ბატონ რატი ბრეგაძეს, აქამდეც იყო ისეთი სერვისები, როგორიცაა ონლაინ პასპორტის ან პირადობის მოწმობის აღება ისე, რომ მოქალაქეებს აღარ უწევდეთ მისვლა თუნდაც ისეთ გამართულ სისტემაში, როგორიც არის იუსტიციის სახლები. ამის გარდა უამრავი ახალი პროექტი არსებობს, რომელიც უკვე  ივლისიდან დაიწყება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების სერვისებს უახლოეს პერიოდში კიდევ არაერთი ინოვაციური პროექტი შეემატება. მათ შორის არის ე.წ. „მობილური იუსტიციის სახლები".

სპეციალურად აღჭურვილი ავტოტრანსპორტის და მობილური პერსონალის დახმარებით იუსტიციის სახლის სერვისები ყველაზე შორეულ და მოწყვეტილ სოფლებშიც კი ხელმისაწვდომი გახდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics