23:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 22:33:20, 683 ნახვა

კომენტარი
ალეკო ელისაშვილი: ჩემზე ამაყი და ბედნიერი კაცი იშვიათია - ეს არის ისტორიული დღე

„ჩემზე ამაყი და ბედნიერი კაცი იშვიათია - ეს არის ისტორიული დღე“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კონსესუსით მეორე მოსმენით „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებ დამტკიცდა.

„ამ დღეების განმავლობაში ჩემზე უფრო ამაყი და ბედნიერი კაცი იშვიათია.

მე და ლევან იოსელიანმა რომ გავაფორმეთ მემორანდუმი „ქართულ ოცნებასთან“ და ვთქვით, რომ ჩაწიკწიკებული კანონი უნდა მივიღოთ, რომლითაც ნორმალური არჩევნები უნდა ჩავატაროთქო, ყველა დაგვცინოდა და გვეუბნეოდა ჩააგდებენ, გადაგაგდებენო და დღეს მთელი დღეა, ყველაზე მეტს ვინც დაგვცინოდა, ჩართულია განხილვაში.

ეს არის ისტორიული დღე, როცა კონსენსუსით მივიღებთ მეორე მოსმენით ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის განმსაზღვრელ ცვლილებებს, ეს რა თქმა უნდა ძალიან საამაყო და სატრაბახოა ჩემთვის, ლევან იოსელიანისთვის და ჩვენი პარტიისთვის“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics