08:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-14 20:36:45, 849 ნახვა

კომენტარი
ნატო-ს კომუნიკე - მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი

„მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი“, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბრიუსელის სამიტის კომუნიკეშია ნათქვამი.

ნატო-ს მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეში ასევე აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს, საქართველომ თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმით, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, იმას რომ თითოეული პარტნიორი შეფასდება საკუთარი დამსახურებით.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი გარედან ჩარევის გარეშე”, - ნათქვამია ნატო-ს კომუნიკეში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics