11:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 12:09:31, 965 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური „ენმ“-ს პარლამენტში შესვლაზე - გარეთ ყოფნას და აქციებს, სჯობს შიგნით იყვნენ

გარეთ ყოფნას და აქციების ტარებას, ჯობია შიგნით იყვნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისასალმებელია.

„რა თქმა უნდა, მივესალმები. კარგია, რომ შევიდა და ეს ჩემი პირადი აზრია. გარეთ ყოფნას და აქციების ტარებას, ჯობია შიგნით იყვნენ და შიგნით იკამათონ, იმსჯელონ და უფრო კარგი და ჯანმრთელი მიდგომა იქნება პოლიტიკისთვის, ვიდრე გარედან მიტინგებისა და არეულობების მოწყობები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პარტია შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics