2021-05-04 10:22:39, 722 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდპასპორტის შემოღებაზე წინასწარი სამუშაოები დასრულებულია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კოვიდპასპორტის შემოღებაზე წინასწარი სამუშაოები დასრულებულია.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში კოვიდპასპორტთან დაკავშირებულ კონვენციას ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ.
„წინასწარი მუშაობები კოვიდპასპორტზე დასრულებულია ჩვენთან, ამ კვირაში წარვუდგენთ ჯანდაცვის სამინისტროს ამ პასპორტთან დაკავშირებულ კოვენციას, შემდეგ წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს და მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან