01:32 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-26 15:16:34, 469 ნახვა

კომენტარი
ლაშა ხუციშვილი: რეგიონებში დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ახალი ვალდებულებების აღების ხარჯზე არ მოხდება

რეგიონებში დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არ მოხდება საბიუჯეტო დეფიციტის ზრდისა და ახალი ვალდებულებების აღების ხარჯზე, - ამის შესახებ  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას, ახალ სიცოცხლეს შესძენს რეგიონებში ეკონომიკურ საქმიანობას.

„აღნიშნული პროექტები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ განხორციელდება საბიუჯეტო დეფიციტის ზრდის ხარჯზე და გამოვიყენებთ იმ არსებულ რესურსებს, რომელიც დღეს ბიუჯეტში გვაქვს. პროექტის დაფინანსების რამდენიმე წყარო იქნება. ეს არის: მიმდინარე ეკონომიები საბიუჯეტო პროცესში, არსებული თანხები, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა საქვეუწყებო დაწესებულების, სსიპ-ების ანგარიშზეა განთავსებული. აგრეთვე, ეს არის პრივატიზაციის ნაწილი, რომელიც  ვხედავთ, რომ მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გადავაჭარბებთ გეგმას. აღნიშნულ პროექტში უკვე შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ჩართული იქნებიან დონორი ორგანიზაციები, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი. ამ ნაწილშიც, რაიმე დამატებითი ახალი ვალდებულებების აღება ქვეყნის მხრიდან არ მოხდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics