21:39 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 21:44:23, 514 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გარკვეული პოზიციები უკვე შეჯერებულია და მეტი კონკრეტიკა ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ იქნება

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გარკვეული პოზიციები უკვე შეჯერებულია და მეტი კონკრეტიკა ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ იქნება.

მან იმედი გამოთქვა, რომ ხვალ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

„საინტერესო დისკუსია შედგა დღეს, განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მათ შორის რაღაცებზე პოზიციები უკვე იყო შეჯერებული, თუმცა გრძელდება სხვა საკითხების განხილვა და იმედი გვაქვს, რომ ხვალ გაგრძელდება განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, შესვენებაც გვქონდა შუაში, ყველა საკითხი ვერ ამოვწურეთ, ხვალ გაგრძელდება განხილვა და ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დასრულდება პროცესი. ჩვენ გვქონდა ასევე დამატებითი შეხვედრები, გაგრძელდა ეს შეხვედრები, კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ხვალ წარმატებით დასრულდება.

მეტი კონკრეტიკა იქნება სავარაუდოდ ხვალ, რადგან წინაზეც იყო ინფორმაცია, რომ ბატონი დანიელსონი მიდიოდა, მაგრამ მერე შეიცვალა, ახლა არ გავუსწრებ მოვლენებს, ანუ ხვალ გაგრძელდება კონსულტაციები. შევხედოთ, როგორ გაგრძელდება პროცესი, ხვალ დამატებით საკითხებზე ვისაუბრებთ, იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად კონსტრუქციული მიდგომა იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics