14:44 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 09:30:18, 518 ნახვა

კომენტარი
DI - პარლამენტმა პროკურატურას არ უნდა მისცეს თანხმობა ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე

„პარლამენტმა პროკურატურას ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე არ უნდა მისცეს თანხმობა“, - ამის შესახებ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ აცხადებს.

როგორც DI-ში აღნიშნავენ, მათ პარლამენტს გაუგზავნეს მოსაზრება, რომლის თანახმადაც პარლამენტარიზმის განვითარების ხელშეწყობისა და პარლამენტის წევრების პოლიტიკური დასჯისგან დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ორგანომ არ უნდა გასცეს წინასწარი თანხმობა ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობის დაყენებასთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე.

„მოსაზრება ეყრდნობა ერთი მხრივ, ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობას და მეორე მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც იცავს პარლამენტში მყოფი უმცირესობის წარმომადგენელს პოლიტიკური დასჯიგან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სისხლისსამართლებრივი ბრალდების პოლიტიკური მოტივაციის ეჭვი“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics