06:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-10 18:17:15, 782 ნახვა

კომენტარი
ივერი მელაშვილი - დავით გარეჯი რომ საქართველოა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადებით, პროკურატურა ცდილობს, ყველა განცხადება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

როგორც მან სასამართლოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, პოპულისტური განცხადებები ვნებს დელიმიტაციის პროცესს.

„პროკურატურა ცდილობს, რომ ყველა განცხადება გამოიყენოს თავის სასარგებლოდ, ყველა კითხვას თავისი პასუხი აქვს. ძალიან ცუდად იყო გაგებული, ამოჭრილია. არა ბატონო, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს ისტორიულად, კულტურულად, ეთნოგრაფიულად, ყველანაირად ასეა. ამაზე საუბარი არ არის. მე მხოლოდ იმაზე მქონდა საუბარი, რომ ხმამაღალი პოპულისტური განცხადებები ვნებს დელიმიტაციის პროცესს“, - განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე  წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულები პროკურატურამ 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გარდა ამისა, ბრალდებულები სახელმწიფო საზღვარს შესაბამისი უწყების ინფორმირების გარეშე ვერ გადაკვეთენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics