19:32 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-09 20:07:31, 545 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: ძალიან მნიშვნელოვანია დავარწმუნოთ ყველა, რომ საქართველო კვლავაც არის უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა

„სასტუმროების წარმომადგენლებთან განვიხილეთ  ჩვენი ახალი, მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც ასახავს პოსტკოვიდ-რეაბილიტაციას, აღდგენის პირობებსა და დახმარებას ტურიზმისთვის“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიასთან, კერძოდ, სასტუმროების ადმინისტრაციებთან  გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, სასტუმროები ძალიან პასუხისმგებლიანად ეკიდებიან მომავალში ტურისტების მიღებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია დავარწმუნოთ ყველა, რომ საქართველო კვლავაც არის არამხოლოდ ყველაზე საინტერესო ტურისტული ლოკაცია რეგიონში, არამედ უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა და ამისთვის ყველა წინაპირობა გაგვაჩნია როგორც რეგულაციების, ასევე გამოცდილების, კარანტინების მართვისა და, რა თქმა უნდა, ასევე ცოდნის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

სამინისტროში სასტუმროებთან გამართულ შეხვედრას, ასევე დაესწრნენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics