|
2021-02-06 20:46:22, 503 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ყველა შეზღუდვა ერთბაშად ვერ გაუქმდება, რადგან შესაძლოა კვლავ შემთხვევების ზრდისკენ დაგვაბრუნოს
„ყველა შეზღუდვა ერთბაშად ვერ გაუქმდება, რადგან შესაძლოა კვლავ შემთხვევების ზრდისკენ დაგვაბრუნოს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ შენარჩუნებული რეგულაციები. „იანვარ-თებერვალში, განსხვავებით ნოემბერ-დეკემბრისა, ყოველდღიურ ახალ შემთხვევათა რაოდენობა იკლებს. დღეს შემთხვევათა რაოდენობა მერყეობს 500-სა და 1000-ს შორის. გაფართოებულია ტესტირება, საშუალოდ ტარდება 16 000-იდან 18 000-მდე ტესტი. იყო დღეები, როცა 20 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა დღის განმავლობაში. მდგომარეობა ეპიდსიტუაციისა სტაბილიზდება. ამიტომაც, თანდათანობით შეზღუდვების შემსუბუქება მიმდინარეობს. ქვეყანაში რჩება კვლავ ღამის კარანტინის საკითხი და ყველამ უნდა დავიცვათ ის. ასევე რჩება რიგი შეზღუდვები, რომელიც აუცილებელია დავიცვათ, რადგან ყველა შეზღუდვა ერთბაშად ვერ გაუქმდება, იმიტომ რომ ამან შეიძლება ისევ დაგვაბრუნოს შემთხვევების ზრდისკენ. რაც არ არის სასურველი. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)