18:19 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 21:13:21, 610 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ მეგრელიშვილი - ჭიჭე ვაშაძე, რომ თაკო ჩარკვიანით აპირებს ახალი პოლიტიკის გაკეთებას, ეგ სიყალბე ახლიდან უნდა გავიმეოროთ?

„ჭიჭე ვაშაძე, რომ თაკო ჩარკვიანით აპირებს ახალი პოლიტიკის გაკეთებას, ეგ სიყალბე ახლიდან უნდა გავიმეოროთ?“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არავის უნდა.

„სინამდვილეში არავის არ უნდა ეს რიგგარეშე არჩევნები. წარმოიდგინეთ,  ასეთ განადგურებულ ქვეყანაში, სადაც კატასტროფული კრიზისია, მართლა რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

ჩვენ ხომ თეთრი არ დაგვიხარჯავს, ჩვენ ხომ ის პარტია ვართ, რომელიც „ფეისბუქით“ აღმოვჩნდით პარლამენტში და ეს დანარჩენი ხალხი, მილიონებს რომ ხარჯავდა, საიდან აქვთ შემდეგი მილიონები დასახარჯად? პრემიერ-მინისტრი რომ უნდა გახდეს ჭიჭე ვაშაძე და თაკო ჩარკვიანით რომ აპირებს ახალი პოლიტიკის გაკეთებას, ეგ სიყალბე ახლიდან უნდა გავიმეოროთ, ანუ ახლიდან უნდა მოვაწყოთ ის კონცერტი, რომელიც გვქონდა?

ბოლო პერიოდში საერთოდ რომ აღარ გველაპარაკებოდნენ და საერთოდ ფეხებზე დაიკიდეს ჩვენი შეთანხმებები, რომელიც ერთი წლით ადრე დავიწყეთ, მაგ ოპოზიციას უნდა ახალი არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე? რა ფულით უნდათ? ვინ აძლევთ მაგათ ფულს?“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics