|
2021-01-29 13:00:51, 627 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - 2021 იქნება აღდგენის, გაჯანსაღებისა და ზრდის წელი
2021 იქნება აღდგენის, გაჯანსაღებისა და ზრდის წელი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ საქართველო კვლავ შეინარჩუნებს რეგიონში ეკონომიკური ზრდის ლიდერის ადგილს. „ქვეყნდება 2020 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი პროგნოზი, ამ ეტაპზე, ჩვენ ნეგატიურ ზრდაზე გვაქვს საუბარი, ანუ ქვეყნის ეკონომიკა წინასწარი პროგნოზით შემცირდება 6%-ით, ეს საკმაოდ მძიმე მაჩვენებალია, თუმცა ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა სერიოზული გაჯანსაღება, რომელიც იყო სხვა ქვეყნების ფონზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პოზიტიური სიგანლი სექტემბერ-ოქტომბერში, მაგრამ ბოლო კვარტლის ვითარებამ, კერძოდ, მეორე ტალღამ, ისევე როგორც ჩვენს რეგიონს, ევროკავშირს, თავისი დაღი დაასვა და საბოლოოდ შედეგი იმაზე მძიმეა, ვიდრე ვპროგნოზირებდით. ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა, რომ 2021 წელი იყოს ზრდის და ეკონომიკის აღდგენის წელი, ხედავთ, რომ უკვე პირველ გეგმებზე ვსაუბრობთ, თუნდაც ტურიზმის ინდუსტრიაში, სხვა მიმართულებებითაც აქტიურად ვმუშაობთ. 2021 წელი იქნება აღდგენის, გაჯანსაღებისა და ზრდის წელი. მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ყველა ჩვენი მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაცია თანმხდება, რომ საქართველო კვლავაც შეინარჩუნებს რეგიონში ეკონომიკური ზრდის ლიდერის პოზიციას, 5%-ზე მეტი საშუალო ეკონომიკური ზრდით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)