2021-01-26 22:28:44, 732 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ახლა გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე
„ახლა გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხარისხიანი ტურისტები უფრო მხარჯველუნარიანები არიან.
„გაცილებით უფრო სენსიტიური და მტკივნეულია, რომ ჩვენი, საქართველოს მოქალაქე მგზავრობს ტაქსით და გაუძვირდათ მგზავრობა, ამიტომაც ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, ვიდრე ჩამოსულ ტურისტზე, რომელსაც მერწმუნეთ, წინასწარ ექნება ეს ბიუჯეტში გათვლილი, ჩვენ ახლა გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე, რომელიც უფრო მხარჯველუნარიანია.
მხარჯველუნარიანი და ამავდროულად, უსაფრთხო ტურისტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,