2021-01-26 13:24:40, 602 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი - ველოდებით „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ნახევარ მილიონ დოზას
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გარდა, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვა.
მისი თქმით, შესაბამისი დოკუმენტები უკვე გადაგზავნილია. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ნახევარ მილიონ დოზას ქვეყანა პირველ კვარტალში ელოდება.
„„ფაიზერის“ გარდა ჩვენ ველოდებით „ასტრაზენეკას“ ნახევარ მილიონ დოზას და ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, ჩვენ უკვე გავაგზავნეთ ყველა საჭირო დოკუმენტი და მზაობა საქართველოს შესახებ. პირველ კვარტალში ასევე ველოდებით „ასტრაზენეკას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან