2021-01-24 20:43:18, 816 ნახვა
კომენტარი
თინა ბოკუჩავა ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრაზე - გამოხატვის ეს ფორმა ნადვილად არ არის პროტესტის საუკეთესო ფორმა
„გამოხატვის ეს ფორმა ნადვილად არ არის პროტესტის საუკეთესო ფორმა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედების შინაარსი ესმის.
„მე, როგორც ერთმა რიგითმა ადამიანმა, შემიძლია გითხრათ, რომ გამოხატვის ეს ფორმა ნადვილად არ არის პროტესტის საუკეთესო ფორმა, თუმცაღა, მესმის მისი შინაარსის იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებში არის ძალიან დიდი რისხვა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მოპარეს ყველაზე ძვირფასი დემოკრატიული უფლება და ეს არის არჩევანის გაკეთების თავისუფლება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,