2021-01-23 21:40:34, 720 ნახვა
კომენტარი
ჯელალ ქიქავა - სამადაშვილმა ან ბოდიში მოუხადოს აქციის თითოეულ მონაწილეს, ან დატოვოს ნაცმოძრაობა
„სამადაშვილმა ან ბოდიში მოუხადოს აქციის თითოეულ მონაწილეს, ან დატოვოს ნაცმოძრაობა“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჯელალ ქიქავა სოციალურ ქსელში წერს.
ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ სამადაშვილი არც ერთს არ გააკეთებს, შემდეგი თვითონ იქნება.
„სალომე სამადაშვილმა ან ბოდიში მოუხადოს აქციის თითოეულ მონაწილეს, ან დატოვოს ნაცმოძრაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი იქნება თვითონ, თუ ბათუმში ჩამოვა“, – წერს ჯელალ ქიქავა.
შეგახსნებთ, რომ აჭარაში, უზანაეს საბჭოში ოპოზციური მანდატით შესულ დეპუტატს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს. აღნიშნული ფაქტი სალომე სამადაშვილმა დაგმო და მას სამარცხვინო საქციელი უწოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,