09:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 20:33:07, 594 ნახვა

კომენტარი
მაია ცქიტიშვილი - სახმელეთო საზღვრის გახნსა მნიშნელოვნად გაზრდის საქართველოში ვირუსის შემოტანის რისკებს

„სახმელეთო საზღვრის გახნსა მნიშნელოვნად გაზრდის საქართველოში ვირუსის შემოტანის რისკებს“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ  საჰაერო მიმოსვლის დროს ინფექციის კონტროლის მეტი საშუალებაა.

„საჰაერო საზღვარი იხსნება იმის გათვალისწინებით, რომ პირველ რიგში, იმ ქვეყნებს, ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში ვირუსის გავრცელება ბევრად უფრო მაღალი დინამიკით და მაჩვენებლებით ხასიათდება, ვიდრე საქართველოში.

მიუხედავად იმისა, გახსოვთ თუნდაც თურქეთის ოფიციალური სტატისტიკა, როდესაც გვეუბნებოდა, რომ დღეში 300 შემთხვევა ჰქონდათ და უკვე რამდენიმე ათეულ ათასზე გადავიდა, იმიტომ რომ მეთოდოლოგია შეიცვალა.

იგივე, რუსეთის მაჩვენებლები არ იქნება მთლად სანდო, რომ რუსეთში დღეში მხოლოდ 10 000 შემთხვევაა.

ანუ, ამდენად, ჩვენი ინფორმაციით, იქ გავრცელების დინამიკა არის უფრო განსხვავებული, ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე საქართველოში. ამდენად, სახმელეთო საზღვრების გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში ვირუსის შემოტანის რისკებს.

საჰაერო მიმოსვლის დროს არის ბევრად უფრო მეტი საშუალება ინფექციის კონტროლის,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics