2021-01-22 14:39:24, 675 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველი ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, დიდი ალბათობით „ასტრაზენეკა" იქნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველ კვარტალში, დიდი ალბათობით „ასტრაზენეკას’ ვაქცინა შემოვა.
აღნიშნულის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გუშინ დამტკიცდა ქვეყანაში ვაქცინაციის დანერგვის გეგმა. ველოდებით 29 იანვარს პირველ გადაწყვეტილებებს ფაიზერის ლიმიტირებულ დოზებთან დაკავშირებით, ასევე წერილია კოვაქსიდან მოსული 500 000 დოზის პირველ კვარტალში შემოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ალბათობით იქნება „ასტრაზენეკას’ ვაქცინა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან