2021-01-18 12:43:55, 607 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - შეზღუდვების ერთბაშად შემსუბუქება არ მოხდება
შეზღუდვების ერთბაშად შემსუბუქება არ მოხდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება.
„დღეს საბჭოზე განხილულ იქნა ეს საკითხი. არის ასეთი დავალება პრემიერ-მინისტრისგან, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და ეკონომიკის სამინისტრომ, როგორც ჩვენ გაზაფხულზე ქვეყანამ შეიმუშავა ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, ასეთი გეგმა უნდა შეიმუშაონ, რომ ერთბაშად არ მოხდეს გახსნა და შემსუბუქება და ეს იყოს ეტაპობრივი. ვთქვა გაიხსნება ერთი ბიზნესი, ერთი-ორი კვირის შემდეგ მეორე, იქნება დაკვირვება და ასე გაგრძელდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან