2021-01-18 12:34:46, 575 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლებასთან დაკავშირებით ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია
„კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლებასთან დაკავშირებით ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ახალი შემთხვევების რაოდენობა დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს.
„დაფიქსირდა 110 შემთხვევა, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველი არ არის. ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია ახალი შემთხვევების კლებასთან დაკავშირებით.
დადებითობის მაჩვენებლის ტენდენცია მოდის ქვემოთ, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია ინფექციის ცირკულაციის, აქტიურობის ქვეყანაში. დღევანდელი არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2.2-ია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან