2021-01-13 14:29:40, 615 ნახვა
კომენტარი
EMC - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლება
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება სოფელ ბუკნარში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას.
ცენტრი სახელმწიფოს კონფლიქტის დეესკალაციისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებს.
„ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს სათანადო ზომები ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, გაატაროს ყველა რელევანტური ღონისძიება მეჩეთის სივრცეში მუსლიმების მხრიდან ღვთისმსახურების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან