2020-12-28 12:53:20, 525 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, 3 იანვრიდან სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადებაზე მსჯელობა არ ყოფილა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 3 იანვრიდან სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადებაზე მსჯელობა არ ყოფილა.
გამყრელიძის თქმით, 2-თვიანი გეგმით გათვალისწინებული შეზღუდვები განხორციელდება.
„მსჯელობა არ ყოფილა. ჩვენ ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას, თუ ეპიდსიტუაცია იქნება მსგავსი, როგორც ახლაა, რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ იქნება განხილული, მაგრამ ის ყველაფერი, რაც 2-თვიანი გეგმითაა გათვალისწინებული, იქნება განხორციელებული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე“, - აღნიშნავს გამყრელიძე.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან