2020-12-28 12:26:25, 505 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - დადებითობის მაჩვენებლის განახევრება მიუთითებს, რომ სიტუაცია ოდნავ მშვიდდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადებითობის მაჩვენებლის განახევრება მიუთითებს, რომ სიტუაცია ოდნავ მშვიდდება.
მავე აღნიშნა, რომ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.
„დადებითობის მაჩვენებელი პირველ დეკემბერს იყო 26%, 26 დეკემბერს იყო 13%, ანუ განახევრებულია. ყველა ეს ინდიკატორი, ინდიკატორის შემცირება 100 000 მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებლის შემცირება მიუთითებს, რომ ინფიცირება ქვეყანაში მცირდება. თუ შეამცირებთ ზარებს, ნახავთ რომ ნაკლები მიმართვიანობაა კოვიდის გამო. ეს მიუთითებს რომ ოდნავ სიტუაცია მშვიდდება, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან