11:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 09:36:12, 640 ნახვა

კომენტარი
თეა ახვლედიანი - საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებით

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებით.

მინისტრის თქმით, საქართველოს შესაბამისი უწყებები აგრძელებენ კოორდინირებულ მუშაობას უკანონო პატიმრობაში დარჩენილი მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით.

„სამწუხაროდ, როგორც ცნობილია საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს თავის დესტრუქციულ პოლიტიკას, ქმედებებს, რომლებიც მათ შორის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ დაკავებაზე და უკანონო პატიმრობაზე. იცით, რომ დღესდღეობით დაკავებულია ჩვენი რამდენიმე მოქალაქე, როგორც აფხაზეთის მიმართულებით ირაკლი ბებუა, ასევე ცხინვალის მიმართულებით ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი. სასიხარულო ამბავია ის, რომ გუშინწინ გათავისუფლდა მირიან თაზიაშვილი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას უკანონო პატიმრობაში დარჩენილი მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით. სამწუხაროდ, დღეს საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა და ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა გახანგრძლივდა.

საქართველოს შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებენ და ამისთვის ჩვენ ვიყენებთ ყველა არსებულ ბერკეტს, დაწყებული არაფორმალური არხების გამოყენებით, მუდმივ რეჟიმში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ რეგულარულად ვიღებთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ და რაც მთავარია ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გაძლიერდეს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე და მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლების შედეგს“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics