17:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 20:19:50, 529 ნახვა

კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდ და საქმიან გარემოში განვითარება

„ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდ და საქმიან გარემოში განვითარება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციიდან არის მცდელობა დაზიანდეს ის პროცესი, რომელიც პარლამენტის კედლებში უნდა იმართებოდეს.

„ის, რომ ოპოზიცია უარს აცხადებს პარლამენტში შემოსვლაზე. მიუხედავად იმისა,  რომ არჩევნები ჩატარდა, აბსოლუტურად გამჭვირვალედ და სამართლიანად, ეს არის იმ პროცესის რაც პარლამეტის კედლებში უნდა იმართებოდეს, რბილად რომ ვთქვათ დაზიანების მცდელობა. 

ამ შემთხვევაში, სრულად ვეთანხმები პრემიერს. კარგად მესმის,  რომ არჩევნების შედეგები, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის იყო მიუღებელი, ზოგიერთისთვის - საკმაოდ კარგი, უბრალოდ მათ უნდათ, რომ ერთ წამს ყველაფერი აიღონ და როგორც სჩვევიათ, რევოლუციურ რეჟიმში გადაიყვანონ ქვეყანა,  რაც წარმუდგენელი და დაუშვებელია.

დღეს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა და  ყველანი ვთანხმებით - ის, რომ ოპოზიცია არ ზის  პარლამენტში მართლაც ცუდია.

ეს ჩვენ არანაირ კომფორტს არ გვანიჭებს. ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ და უმრავლესობამ იმისთვის,  რომ ისინი შემოსულიყვნენ, მაგრამ  ამ ეტაპზე გვაქვს ის, რაც გვაქვს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდ, საქმიან გარემოში განვითარება და ამისთვის ვართ თითოეული ჩვენთაგანი მოწოდებული“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 როგორც მან აღნიშნა ოპოზიციის მონაწილეობა სასურველი იქნებოდა საბიუჯეტო განხილვის პროცესშიც. 

„დღესაც გავიმეორებ, რომ სიამოვნებით მოვისმენდი და ვიხილავდი ოპოზიციას ოპონირების რეჟიმში. ეს წაადგება ქვეყანას, ეს წაადგება საკუთრივ ბიუჯეტს და ეს წაგვადგება თითოულ ჩვენთაგანს, რომ ვიყოთ ფორმაში, დავუშვათ მინიმალური შეცდომები.  შეცდომებს უშვებს ყველა, ნებისმიერი ხელისუფლება, ნებისმიერი ადამიანი, შესაბამისად, აუცილებელია ჯანსაღი ოპონირება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics