2020-12-24 19:02:17, 541 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი - ჩვენ გვყავს დიდი ქართველი მეცენატები, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი
„ჩვენ გვყავს დიდი ქართველი მეცენატები, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მათთვის მადლობის გადახდა სირცხვილი არ უნდა იყოს.
„ტრენდობის ნაწილია რომ გაგვიქრონ მადლიერების განცდა და მადლობის თქმა იყოს სირცხვილი.
დღეს თუ ჩვენ გვყავს დიდი ქართველი მეცენატები, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი და თუკი მათ ახსენებ და იტყვი მადლობას, მავანს სურს რომ დაამკვიდროს მავნებლური ტრენდი, რომ ეს საერთოდ რა არის და სირცხვილადაც უნდა იყოს მადლობის თქმა ცნობილი.
არადა იმ სფეროში, რა სფეროშიც მე და ჩემი კოლეგები კომიტეტში ვართ, სწორედ ის არის და მისი ოჯახი თანამედროვეობის ქართველი მეცენატი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,