02:38 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 12:09:21, 744 ნახვა

კომენტარი
ელისო ბოლქვაძე - ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს

პარლამენტის წევრი, ელისო ბოლქვაძე სკოლებში მუსიკალური აღზრდის შემოტანის ინიციატივით გამოდის.

აღნიშნული წინადადება დეპუტატმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტისა და ბეთჰოვნების ჰანგებს, არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს მომავალში.

„მივესალმები იმ სამუშაოს, რომელიც თქვენი ხელმძღვანელობით სამინისტრომ პანდემიის ამ ურთულეს პერიოდში გაწია. სატელევიზიო ფორმატები, რომელიც სამინისტრომ დანერგა, მისასალმებელია და ეს არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის. რაც შეეხება შეკითხვას - მაინტერესებს თუ არის რაიმე ბერკეტი გათვალისწინებული ან ნაფიქრი იმაზე, რომ საქართველოში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობაა, განსაკუთრებით მუსიკის მიმართულებით და მე ჩემი დარგიდან გამომდინარე მინდა ავღნიშნო, რომ საფორტეპიანო დარგში ბევრი რესურსი და დიდი ინტერესია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება მუსიკალური განათლების სკოლებში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რადგან აქ მძიმე პრობლემებია, როგორც იდეოლოგიური ასევე პროფესიული, ეს კი ბავშვების კრეატივს და მათი ნიჭის გამომჟღავნებას აზიანებს. საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანაა და ვფიქრობ, რომ ყველა სკოლაში პროფესიულად ვერ მოხერხდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მუსიკალური აღზრდა შემოვიდეს სკოლებში. ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტის და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს მომავალში", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics