2020-12-15 19:59:03, 553 ნახვა
კომენტარი
ელისაშვილი - კალაძემ თავის ძმაკაც-დეველოპერ ცეხავიკს, ილია წულაიას დაუნგრიოს რამე მახინჯი კორპუსი თუ მაგარია
„თავის ძმაკაც-დეველოპერ ცეხავიკს, ილია წულაიას დაუნგრიოს რამე მახინჯი კორპუსი თუ მაგარია კალაძემ“, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ქმედება უღმერთობა იყო.
„რაც აფრიკის დასახლებაში მერიამ ჩაიდინა არის უღმერთობა. ამ გაჭირვებულ ხალხს წინასაახალწლოდ რომ დაარბევ და სახლებს დაუნგრევ, ხარ ბარბაროსი და არაადამიანი!
ყველა ნორმალურ ქალაქში არსებობს სოციალური სახლების პროექტები ღარიბი ადამიანებისთვის.
თავის ძმაკაც-დეველოპერ ცეხავიკს, ილია წულაიას დაუნგრიოს რამე მახინჯი კორპუსი თუ მაგარია კალაძემ. მოვიფიქროთ ყველამ ამ საცოდავ ხალხს როგორ დავეხმაროთ“, წერს ელისაშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,