|
2026-02-03 21:47:51, 346 ნახვა
პოლიტიკა
მარკ რუტე: ევროპა იპოვის უკრაინისთვის იარაღის შესაძენად $15 მლრდ-ს - დარწმუნებული ვარ, ფული იქნება
ევროპა იპოვის უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 15 მილიარდ დოლარს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კიევში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე პასუხისას, თუ როგორ შეიძლება 15.5 მილიარდი აშშ დოლარის შეგროვება PURL პროგრამის დაფინანსებისთვის, რომელიც აშშ-ში იარაღის შესყიდვისთვის გამოიყენება, რუტემ განაცხადა, რომ ეს სახსრები ნამდვილად იქნება უზრუნველყოფილი. “სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ფული იქნება, ვინაიდან ყველამ ვიცით რამდენად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს… ახლა მოკავშირეების ორი მესამედი მონაწილეობენ PURL პროგრამაში, მაგრამ ნამდვილად არის ფინანსური წონის გადანაწილების პრობლემა… ახლა არიან ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ბევრს აკეთებენ, ბევრი რაღაცას აკეთებს, ხოლო მცირე ნაწილი არაფერს არ აკეთებს. მაგრამ ნამდვილად, საჭიროა დაფინანსების უკეთესი გადანაწილება, და ამაზე ვმუშაობთ,” - განაცხადა რუტემ. მან აღნიშნა, რომ ცალკეული ერები, რომლებსაც საგრძნობი წვლილი შეაქვთ PURL პროგრამით შესყიდვებში არიან კანადელები, ნორვეგიელები, გერმანელები, შვედები და ბალტიის ქვეყნები.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)