2026-01-20 08:23:48, 576 ნახვა
პოლიტიკა
პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებმა და აქტივისტებმა ღამე გლდანის ციხესთან გაათენეს
პროდასავლურ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა და აქტივისტებმა ღამე გლდანის ციხესთან გაათენეს .
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ძმა რუსთავის ციხესთან მივიდა. ისინი ამ დრომდე ელოდებიან, როდის დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ყაველაშვილის მიერ შეწყალებული პატიმრები
ამ დრომდე არ არის ცნობილი, კონკრეტულად ვინ შეიწყალა ყაველაშვილმა, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ, შესაძლოა, მათ შორის იყვნენ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებიც. ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პატიმარი შეიწყალა
ავტორი: ექსპრესნიუსი,