19:37 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-15 00:56:19, 675 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპი: შეგვატყობინეს, რომ ირანში მკვლელობები შეწყდა, აღარ არსებობს სიკვდილით დასჯის გეგმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთის წინ ოვალურ კაბინეტში ირანთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

დონალდ ტრამპის თქმით, მას აცნობეს, რომ ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე მკვლელობები შეწყდა და სიკვდილით დასჯის გეგმა აღარ არსებობს.

"შეგვატყობინეს, რომ ირანში მკვლელობები შეწყდა და სიკვდილით დასჯის გეგმა აღარ არსებობს. საკმაოდ სანდო წყარომ მითხრა ამის შესახებ, თუმცა ვნახოთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები ჩერდება. ისინი შეჩერდა.

არ არსებობს გეგმები არც სიკვდილით დასჯაზე და არც ამის აღსრულებაზე. ამის შესახებ სანდო წყაროსგან ვარ ინფორმირებული. დავაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები.

დარწმუნებული ვარ, თუ ეს მოხდება, ძალიან გავბრაზდები, თქვენც გაბრაზდებით", - თქვა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics