2023-12-21 17:28:41, 1092 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში „პროფესიული ორიენტაციის, კარიერული განვითარებისა და დასაქმების შესახებ“ ტრენინგი გაიმართა
20-21 დეკემბერს, ქედის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდებისთვის ტრენინგი თემაზე: „პროფესიული ორიენტაციის, კარიერული განვითარებისა და დასაქმების შესახებ“ გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ქედის მერიის ცნობით, ტრენინგს კარიერული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლია ფუტკარაძე უძღვებოდა.
„შეხვედრაზე ყურადღება პროფესიის არჩევაზე, დასაქმების უნარებზე, პიროვნების ფსიქოტიპებისა და იდენტიფიცირების განსაზღვრაზე გაამახვილეს.
ტრენინგი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),