16:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-03 14:25:42, 1330 ნახვა

რეგიონი
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა

შუახევის მერი ომარ ტაკიძე,  მოადგილე რუსუდან შავაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან  ერთად დღის ცენტრს სტუმრობდა. 

ბენეფიციარების  მიერ შექმნილი ნამუშევრები დაათვალიერა და  საჩუქრები გადასცა.

დღის მნიშვნელობაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერასა და  მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამებზე ისაუბრეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დღის ცენტრის თანამშრომლებმა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრული და თანასწორი ჩართულობის გაზრდასა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და განვითარების ხელშეწყობაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics