19:35 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 12:27:54, 826 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე მარკ კლეიტონს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

"აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ელჩს რეგიონის საინვესტიციო გარემო და აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics